შეგიძლიათ შეიძინოთ თვითმფრინავის ავიაბილეთები საიტზე

Mogo.ge

რა არის Mogo.ge

Mogo.ge არის ავტო ლიზინგი, რომელიც მომხმარებლებს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს) სთავაზობს ლიზინგს ავტომობილის შესაძენად, ყოველდღიური საჭიროებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. კომპანიის მთავარი მიზანი თითოეულ მომხმარებელთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა, რომელიც უშუალოდ მიიღწევა ორივე მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებით და ასევე კომპანიის მხრიდან მომსახურებაზე და სერვისებზე სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტებთან, ინდივიდუალური და კლიენტზე მორგებული მიდგომებით.

Mogo.ge -ის დღედღეობით 100 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოშიც არანაკლები ადგილი უკავია ამ სფეროში. კომპანია მოგოში ავტო ლიზინგის მიღება საკმაოდ მარტივი, მოქნილი და სწრაფია. მომხმარებელს შეუძლია მართოს თავისი მანქანა მოგოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც. განაცხადის შევსება კი მარტივად კომპანიის ვებ ვერდზეა შესაძლებელი, რომლისთვისაც მომხმარებელს მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა ესაჭიროება. განაცხადის შევსება საიტზე შესაძლებელია კომპიუტერით, ტელეფონით ან/და Mogo -ს კლიენტთა მომსახურების ცენტრში ადგილზე მისვლით.

Mogo -ს კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი, მზად არის დროულად დაეხმაროს მომხმარებლებს ნებისმიერი გაუგებრობისა და უზუსტობის შემთხვევაში, თუ კი ასეთი რამ არსებობს. აღსანიშნავია, რომ Mogo.ge -ის ლიზინგით მომხმარებლებს იმავე დღესვე შეუძლიათ სასგებლობა, რაც პროცესს კიდევ უფრო მიმზდიველსა და მარტივს ხდის. ასევე მომხმარებელი თავისუფალია მისთვის ყველაზე უფრო მისაღები და შესაფერისი გადახდის სასურველი რაოდენობა შეარჩიოს.

Mogo.ge ავტოლიზინგი

Mogo.ge თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მართონ სასურველი მანქანა ლიზინგის აღების დღესვე. კომპანია იტოვებს უფლებას, რომ დააფინანსოს ავტომობილები, რომელთა ღირებულება არის საშუალოდ 2 000 ლარზე მეტი, მანქანის მოდელის, მარკისა და წლოვანების შეუზღუდავად. ამგვარი მიდგომით, კომპანია კლიენტებზე მორგებული ხდება.

ავტო ლიზინგის პირობები Mogo-ში:

როგორ უნდა შევავსოთ განაცხადი Mogo -ს ავტო ლიზინგის მიღების შემთხვევაში? პასუხი მარტივია, რადგან განაცხადის შევსება ლიზინგის თაობაზე უკვე ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი, კერძოდ:

მომხმარებლებს შეუძლიათ მოგოს ავტო ლიზინგით მარტივად და სწრაფად, ფორმალური და რთული პროცედურების გარეშე, ლიზინგი მიიღონ და მანქანის მართვა იმავე დღეს დაიწყონ. აღსანიშნავია, რომ ლიზინგის შესახებ განაცხადის შევსება შეუძლია ფიზიკურ პირებს, რომლებიც 21 წლის ზემოთ იმყოფებიან და ასევე იურიდიულ პირებს.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის შემოსავალი აკმაყოფილებს კომპანიის მიერ დაკისრებულ საკრედიტო მოთხოვნებს, მაშინ მომხმარებლებს შეუძლიათ მოგოს ავტო ლიზინგით სარგებლობა. მოგოს ავტო ლიზინგის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო ნაბიჯები მოიცავს შემდეგს:

მოგოს ავტო ლიზინგის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი; ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი, მართვის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. მოგოს ავტო ლიზინგის მიღებისათვის ავტომობილის დაზღვევა არ არის სავალდებულო. მოგოს პროფესიონალი შემფასებლები აფასებენ მომხმარებლის მანქანას, აქედან პირველადი შემოწმება დისტანციურად ხდება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში - ადგილზე.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოგოს მომხმარებელს ენიჭება მანქანის მართვის უფლება, ხოლო თავად კომპანია კი მფლობელი ხდება ავტო სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. მომხმარებელს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს უფლება მარტოს მანქან, ხოლო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმას მანქანის მართვის უფლების მქონე პირი, ანუ მომხმარებელი იხდის.

Mogo.ge უკულიზინგი

მოგოში შესაძლებელია მომხმარბეელმა საკუთარი მანქანით ისარგებლოს ლიზინგით და ამასთან, მიიღოს საშუალოდ 30 000 ლარამდე დაფინანსება ლიზინგის დღესვე. Mogo.ge ყველანაირი მარკისა და წლოვანების მანქანას აფინანსებს.

Mogo.ge ავტომობილები

Mogo.ge მომხარებელს საქმეს უმარტივებს და სთავაზობს მანქანების სახლიდან გაუსვლელად დათვალიერებას. ადგილზე ნახვა კი თბილისში, ბელიაშვილის #8 ნომერშია შესაძლებელია, კერძოდ კომპანია "მოგოს" ავტოსადგომზე.

სასურველი მანქანის შერჩევის შემდეგ, საჭიროა ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება Mogo.ge -ის ვებ გვერდზე. განაცხადში აუცილებელია ავტომობილის ინფორმაციის მითითება. განაცხადის ფორმის გაგზავნის შემდეგ კი მოგოს სპეციალისტი უკავშირდება მომხმარებელს. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგოს ნებისმიერ ფილიალში უნდა მივიდეს მომხმარებელი, ჯერ გადააფოროს მანქანა ხოლო შემდგომ კი ხელშეკრულება.

Mogo.ge გადახდები

მოგოში გადახდა ინტერნეტ ბანკით, ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან და ასევე Express pay-ს საშუალებით არის შესაძლებელი. თუ მომხმარებლისა და კომპანიის მიმდიანრე ანგარიში ერთსა და იმავე ბანკშია, თანხა მალევე, რამდენიმე წუთში აისახება. თუ გადახდა სხვა ბანკიდან ხდება, თანხა შეიძლება მომდევნო სამუშაო დღეს აისახოს.

მოგოში ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვა ავტო სალიზინგო ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, ხოლო წინსწრების საკომისიო კი დამოკიდებულია ვალდებულების ვადაზე. თუ მომხმარებელი აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომ არ შეუძლია გადახდა, მაშინ:

სალიზინგო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია მოგოს დაუკავშირდეს და მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, ავტომობილის გადაფორმების თაობაზე. ამასთან, მოგოში სალიზინგო ხელშეკრულების ვადის გადავადების ან/და გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Mogo -ს ცხელ ხაზს ან ეწვიოს კომპანიის ფილიალს.

სიახლეები

სესხის კალკულატორი (sesxis kalkulatori)

რა არის სესხის კალკულატორი სესხის კალკულატორი (sesxis kalkulatori) არის ავტომატიზირებული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაადგინონ მათ მიერ მითითებული და მოთხოვნილი სესხის გადახის წლიური საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური გადასახადი და წლიური გადასახდელი თანხა. მაგალითად, სესხის კალკულატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას იპოთეკის გაანგარიშებისთვის, რომლის ძირითადი ცვლადები მოიცავს სესხის ძირს, ბალანსს, პერიოდულ საპროცენტო განაკვეთს, წელიწადში გადახდების რაოდენობას, სესხის გადასახდელ საერთო რაოდენობასა და გადახდის რეგულარულ თანხას. უფრო რთულ კალკულატორებს შეუძლია გაითვალისწინონ გირაოსთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორიცაა ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადები და მათ შორის დაზღვევა. რისთვის

ავტო ლომბარდი (avto lombardi)

ავტო ლომბარდი (avto lombardi) საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც გარკვეული რაოდენობის თანხა ესაჭიროებათ სხვადასხვა მიზეზების გამო. ავტო ლომბარდით სარგებლობა მომხმარებლებს არაერთ დაწესებულებაში შეუძლიათ, მაგალითად, როგორიცაა ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები . პირობები, წესები, ვალდებულებები თუ ვადები თითოეულ ბანკსა თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში განსხვავებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი გაეცნოს თითოეული მათგანის პირობებსა და შემოთავაზებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომლის ავტო ლომბარდის სერვისით ისარგებლებს. ამ სტატიაში იხილავთ სხვადასხვა ბანკისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ და ეფექტურ ავტო ლომბარდს. Mogo.ge